NDI: გამოკითხულთა 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 37% უარყოფითად
NDI-ის კვლევების მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 41% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 37 პროცენტი – ცუდად.
მთავრობის საქმიანობას ძალიან კარგად 3% აფასებს, ხოლო ძალიან ცუდად – 12 პროცენტი.
ცნობისთვის, კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.