“არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია?” – როგორია NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის აზრი

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) -მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე: არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია? გამოკითხული მოსახლეობის 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ არის დემოკრატია, 46 პროცენტის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის. გამოკითხულმა 11-მა პროცენტმა განაცხადა, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.
კითხვაზე, “საერთო ჯამში, რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა თქვენთვის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროთ?” გამოკითხულთა 59 პროცენტი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 33 პროცენტის აზრით მნიშვნელოვანია, ხოლო 24 პროცენტის აზრით უმნიშვნელოა.
კვლევა ორგანიზაციამ 6-20 დეკემბერს ჩაატარა, გამოკითხა 2200-ზე მეტი პირი.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები