NDI: გამოკითხულთა 53% დასავლური სტილის დემოკრატიულ რესპუბლიკას უჭერს მხარს

NDI-ის გამოკითხულთა 53% დასავლური სტილის დემოკრატიულ რესპუბლიკას, 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას, 10% კი ძლიერ ავტორიტარულ სისტემას უჭერს მხარს.
კითხვაზე, რომელი პოლიტიკური სისტემაა საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი, გამოკითხულთა 53%-მა უპასუხა, რომ დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა. გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის შესაფერისია სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიული და ბაზარზე ორიენტირებულია.
გამოკითხულთა 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას უჭერს მხარს; ასევე 10% უჭერს მხარს ძლიერ ავტორიტარულ სისტემას, რომელიც წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა აყენებს.
გამოკითხულთა 2% კი მონარქიის ან ავტოკრატიის მომხრეა, სადაც მმართველობა თაობიდან თაობას გადაეცემა.
ცნობისათვის, კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები