საქართველოს თავდაცვის ძალებში ძიუდოს ტურნირი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის ძალებში ძიუდოს ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში ერთმანეთს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები შეეჯიბრნენ.

ასპარეზობაში მონაწილეობისთვის სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებიდან შიდა ჩემპიონატების საშუალებით შეირჩნენ. ტურნირი 60, 66, 73, 81, 90, 100, 100 + კგ-მდე წონითი კატეგორიების მიხედვით ჩატარდა.

„გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ. ტურნირის ჩემპიონის ტიტული და ჩემპიონის თასი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. მათ პირველობა ორ წონით კატეგორიაში მოიპოვეს. ჩემპიონატი საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ასპარეზობას ძიუდოს ფედერაციის მიერ შერჩეული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები