ოთარ ანგურიძე: ქვეყანაში შემცირებულია კორუფციული ზეწოლა

„კორუფციის აღქმის ინდექსის გაუმჯობესება ინვესტიციების გაზრდას ხელს შეუწყობს“, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიტიკური პროგნოზირების გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ განაცხადა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსგავს რეიტინგებში წინსვლა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე მიუთითებს.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო კორუფციის აღქმის ინდექსი, არამედ ზოგადად მსგავსი ტიპის რეიტინგები, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო რეპუტაციაზე და განსაკუთრებით, ინვესტორის განწყობაზე, რომელიც პოტენციურად შეიძლება ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოთი დაინტერესდეს. ანუ ასეთი რეიტინგების გაუმჯობესება პირდაპირ ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წინსვლას, საზოგადოებრივი და თვითონ სასამართლო და საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ეფექტიანობასაც აფასებს მსგავსი ტიპის კვლევები თუ რეიტინგები. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რეგიონში ვართ მოწინავე ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია პროგრესის გაგრძელება. ქვეყანამ ამ წინსვლას მიაღწია იმ სწორი რეფორმების ხარჯზე, რომელსაც ახორციელებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონტროლის მიმართლებით, რომელიც ხორციელდება, ვთქვათ, იგივე საგადასახადო მიმართულებით, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია ინვესტიციების მაჩვენებელიც, ანუ გაზრდილი ინვესტიციები ცხადყოფს, რომ ინვესტორებს აქვთ ნდობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის. ესეც არის მაგალით იმისა, რომ ქვეყანაში შემცირებულია კორუფციული ზეწოლა“, – განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები