ბაბუშერის სამარხიდან 18 ქართველის ცხედარი თბილისში გადმოასვენეს

   ბაბუშერის სამარხიდან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 18 ქართველის ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, ცხედრები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. დავით დარახველიძის ინფორმაციით, ბაბუშერის სასაფლაოდან ამ დროისთვის სულ 31 ცხედარია გადმოსვენებული. მათი იდენტიფიცირება დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მოხდება.
„დღეს ბაბუშერას საძმო სამარხიდან კიდევ 18 ქართველის ცხედარი გადმოასვენეს დედაქალაქში. კვირას საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის ლოცვა- კურთხევით სამებაში აღევლინება პანაშვიდი ჩვენი გმირების სულის მოსახსენიებლად’’,- განაცხადა დავით დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები