ნუკრი ქანთარია: ბიძინა ივანიშვილმა საოცარი მასტერკლასი ჩაატარა, თუ როგორ უნდა მოხდეს დაძაბულ ვითარებაში დეპუტატების შეთანხმებისკენ წაყვანა

ბიძინა ივანიშვილმა ქრესტომათიაში შესატანი საოცარი მასტერკლასი ჩაატარა, თუ როგორ უნდა მოხდეს დაძაბულ ვითარებაში დეპუტატების შეთანხმებისკენ წაყვანა – ამის შესახებ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით განუცხადა.
ქანთარიას თქმით, მოსამართლეთა სია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. მისი წარდგენის ფორმატიც ბევრ კითხვას იწვევდა, ამიტომ მოხდა აღნიშნული სიის რევიზია.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ორი დიდი სხდომა, ფაქტობრივად, სწორედ აღნიშნულ საკითხს დაეთმო.
“იყო განსხვავებული, ურთიერთსაპირისპირო აზრებიც. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქრესტომათიაში შესატანი საოცარი მასტერკლასი ჩაატარა, თუ როგორ უნდა მოხდეს დაძაბულ ვითარებაში დეპუტატების შეთანხმებისკენ წაყვანა და არსებული ბზარის გაღრმავების პრევენცია.რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, თავიდანვე ძალიან გავბრაზდი, როდესაც ეს სია წამოვიდა. თუმცა მთავარია, რომ სია დაბრუნდა, იქნება კრიტერიუმები და მთელი პასუხისმგებლობა გადმოვა პარლამენტში. ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანო იქნება პასუხისმგებელი, ჩატარდება ღია და გამჭირვალე გასაუბრებები და ყველა დეპუტატი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები