პარიზში “წითელი შარფების” მოძრაობა ” ყვითელი ჟილეტების” მოძრაობის წინააღმდეგ გამოვიდა (ფოტო)

პარიზში, “წითელი შარფების” მოძრაობა, “ყვითელი ჟილეტების” მოძრაობის ძალადობის წინააღმდეგ, ქვეყნაში სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად აქციას მართავს.
პარიზში, “წითელი შარფების” პირველი აქცია ჩატარდა. მოძრაობის აქტივისტები საკუთარ თავს “ყვითელი ჟილეტების” აქტივისტების მოწინააღმდეგედ ასახელებენ. ტელეარხ “AFP”-ს ინფორმაციით, 27 იანვარს ძალადობის წინააღმდეგ დემონსტრაციაში მონაწილეობა 10 ათასმა ადამიანმა მიიღო.
აქციის ინიციატორად ინჟინერი ტულუზა ლორან სულიე გამოცხადდა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიას “წინ რესპუბლიკა!”-ს ემხრობა.
სააგენტო “dpa”-ის ინფორმაციით, “წითელი შარფები” სრულად არ იზიარებენ საფრანგეთის ხელისუფლების პოლიტიკას, მაგრამ დემოკრატიის და ქვეყნაში სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები