ირაკლი კობახიძე: გზავნილი, რომ მოსამართლეთა ათკაციან სიას ვლობირებდი, პოლიტიკურია და არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან
„ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომელიც დატრიალდა, სამწუხაროდ და რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან. ამასთან დაკავშირებით, მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციან სიას თავად ლობირებდა.
ცნობისთვის, “რედისონის” წინ დღეს გამართული აქციის მონაწილეებმა განაცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატი დავით მათიკაშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ლობირებენ იმ სიას, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელი.