ქუთაისში ოთხი სასურსათო მაღაზია გაქურდეს
გვიან ღამით, ქუთაისში ოთხი სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიებიდან წაღებულია თანხა, თუმცა ამ დროისთვის, თანხის ოდენობა დაუზუსტებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე – ქურდობის მუხლით დაიწყო. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ქურდობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.