ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე საქართველოში ჩამოასვენეს
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე, რომელიც უნგრეთში გარდაიცვალა სამშობლოში ჩამოასვენეს.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები არიან შეკრებილები.
ლევან ჩხაიძე გარდაცვალებამდე, უნგრეთში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
21 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ლევან ჩხაიძე სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს.
ლევან ჩხაიძე (ჯაკო) -ს პანაშვიდი – 26 იანვარს წყნეთში, ფიროსმანის ქ. 6 -ში გაიმართება.
კვირას, 27 იანვარს, 15 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიიდან გამოასვენებენ.