თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე მიწა ჩაინგრა და ავტომანქანა ჩავარდა
თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე მიწა ჩაინგრა და გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა ჩავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის შესახებ ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი აღნიშნავს, რამდენიმე დღეა წურწუმიას ქუჩაზე წყალი თვითდინებით მოდიოდა, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, მათთან მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.