სალომე ზურაბიშვილი: თუ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდებიან, ჩვენი საკითხი მათი მოლაპარაკებების დღის წესრიგში უნდა იყოს

თუ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან, ჩვენი საკითხი მათი მოლაპარაკებების დღის წესრიგში უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა “Financial Times”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“საქართველოს პრეზიდენტს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის ნატოსთან კავშირის განმტკიცება სურს” , – ამ სათაურით “Financial Times”-მა სტატია გამოაქვეყნა.

„ჩვენ გვსურს, საქართველოს ანგარიში გაუწიონ. მოგვისმინონ, რადგან, თუ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს შეხვდება, საქართველოს საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგში იყოს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი, ასევე, გამოთქვამს სურვილს, ნატოსთან კავშირის გაღრმავება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მოხდეს.

„რაც უფრო მეტს ვიღებთ ნატოსგან, მით უფრო მეტად დაცულად ვგრძნობთ თავს“, -აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები