ილია წულაია: მადლობა თითოეულ აქტივისტს, ვინც მაქსიმუმი გააკეთა, რათა ხელი შეეშალა ვაკის პარკში მშენებლობისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ თემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
„კალაძემ დაგვანახა, რომ თბილისი საიმედო ხელშია! მართლაც ძალიან კარგი ამბავია! დღეს თბილისმა, ვაკის პარკმა და თითოეულმა თბილისელმა გაიმარჯვა! დიდი მადლობა თბილისის მერს და მერიის ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მოლაპარაკებებში იყო ჩართული! დიდი მადლობა თითოეულ აქტივისტს, ვინც მაქსიმუმი გააკეთა, რომ ხელი შეეშალა ვაკის პარკში მშენებლობისთვის! განსაკუთრებული მადლობა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ვინც პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ საკითხს და საკუთარ ინტერესებზე მაღლა თბილისის და თბილისლების ინტერესი დააყენა!“, – წერს ილია წულაია.