ეკა ბესელია: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი 2024 წლამდე არ უნდა იყოს გამოყენებული

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს შესაძლებელი. ასევე, როგორც მან აღნიშნა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი 2024 წლამდე არ უნდა იყოს გამოყენებული.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პოზიცია დადებითია.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სისტემა არ ჩაიკეტოს და პროცესის გაჯანსაღება გარედან მოხდეს. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი 2024 წლამდე არ უნდა იყოს გამოყენებული. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს შესაძლებელი და პარლამენტმა მოსამართლის ათ პოზიციაზე არა 10-კაციანი სია, არამედ 20 ან 30-კაციანი სია მიიღოს და შემდგომში გაფილტროს “, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, ახალი რედაქციის კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებულია, რომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში, უვადოდ განწესებამდე, მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება 3-წლის ვადით დაინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები