საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, რომელსაც ივანიშვილიც ესწრება, დღესაც გაგრძელდება

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დღესაც გაგრძელდება.
როგორც უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, სხდომაზე იმ კრიტერიუმების შესახებ ისაუბრებენ, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეობის კანდიდატებს ხელახლა შეარჩევენ.
გუშინ გამართული სხდომის შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გუნდიდან ეკა ბესელიას და მისი მხარდამჭერი დეპუტატების გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები