დღეს ღამით დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება. ამის გამო, სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 00:00 საათიდან 25 იანვრის 07:00 საათამდე, კოსტავას ქუჩა, მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ჭოველიძის ქუჩამდე გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დროის ამავე მონაკვეთში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები