თბილისი-ფოთის მატარებლის მოძრაობა ერთი საათით შეფერხდა

თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა ერთი საათით შეფერხდა.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი ხაშური-ლიხის მონაკვეთზე რკინიგზის ხიდზე სატვირთო მანქანის შეჯახება გახდა.

ამ დროისთვის ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. უსაფრთხოების მიზნით კი ადგილზე საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

“დღეს საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები,-აცხადებენ რკინიგზაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები