ავარიის შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა – ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე თქმით, ბავშვის კლინიკაში შეყვანის დროს მისი ჯანმთელობის მდგომარეობა უმძიმესი იყო.
„როგორც კი პაცინტი კლინიკაში შემოიყვანეს, მას სასწრაფოდ ჩაუტარდა რეამინაციული ღონისძიებები. მისი მდგომარეობა ძალზედ მძიმე იყო. დაზიანებული ჰქონდა სხეულის თითქმის ყველა ნაწილი: ფილტვი, თირკმელი, ელენთა… სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინვე გარდაიცვალა“, – აცხადებენ იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანის ორი მგზავრი, 50 წლამდე ასაკის ქალი და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალნენ. რაც შეეხება “ჯიპის” მძღოლს, ის შედარებით მსუბუქი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა. 4 წლის ბავშვი, კი ექიმებმა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით აღიძრა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოიძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები