შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზაზე, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასიდან მეორე სატვირთო ავტომანქანის ნაწილები ამოიტანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა ჩატარებული საძიებო სამუშაოების დროს სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქის კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს.
მიმდინარეობს პიროვნების იდენტიფიცირება. ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დღემდე ჩატარებული გაწმენდითი და საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად დარიალჰესის გვირაბში ნაპოვნია 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი, საავტომობილო გზის გაწმენდის შედეგად – 5, ხოლო ნაშალი მიწის მასიდან 2 სატვირთო ავტომანქანა ამოიტანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა 6 პირი. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები 4 პიროვნების საპოვნელად.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=y5Hamao5128″ width=”560″ height=”315″]