აშშ-ის კონგრესის კანონპროექტით პრეზიდენტს NATO-დან გამოსვლის გადაწყვეტილების მიღება აეკრძალება
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, NATO-დან გამოსვლის უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაცის სააგენტო “Defense News” ავრცელებს.
კანონპროექტს მხარი 357-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 22 იყო.
სააგენტოს ინფორმაციით, კონგრესს ფორმალურად არ შეუძლია აუკრძალოს ამერიკის ლიდერს ალიანსიდან გამოსვლა, მაგრამ შეუძლია, ამ მიზნის ფინანსირება შეზღუდოს.
ახლა პროექტმა კენჭისყრა სენატში უნდა გაიაროს, რის შემდეგაც, მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
თარგმნა ანა პაპიძემ