უკრაინულმა პარტია “ბატკივშინამ” პრეზიდენტობის კანდიდატად იულია ტიმოშენკო დაასახელა
უკრიანულმა პოლიტიკურმა პარტია “ბატკივშინამ” უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად იულია ტიმოშენკო დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
2019 წლის 31 მარტს უკრაინაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. იულია ტიკოშენკო პრეზიდენტის პოსტისთვის უკვე მესამედ იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მან ხმების 3,48% აღება შეძლო და ასპარეზი ვიქტორ იანუკოვიჩს დაუთმო, 2014 წელს კი ახლანდელ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსთან დამარცხდა.
თარგმნა ანა პაპიძემ