მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა
მექსიკის შტატ იდალგოში, ნავთობსადენში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 96 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters”, შტატის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება 18 იანვარს მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ნავთობსადენში არსებული ნაპრალიდან ნავთობის მოპარვას ცდილობდა. თავდაპირველად, ინფორმაცია 76 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საავადმყოფოში მკურნალობას 48 ადამიანი განაგრძობს.
თარგმნა ანა პაპიძემ