თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

0

თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს. პირველად ამ თანამდებობაზე ის 2017 წლის იანვარში დაინიშნა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორ სოციალისტურ პარტიასთან ურთიერთობას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, მუდმივად მართავს შეხვედრებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის წევრებთან და ხელმძღვანელებთან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „სოციალისტების ჯგუფი სიდიდით მეორეა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, დაახლოებით, 180-ზე მეტ დეპუტატს ითვლის. ამ ჯგუფის წევრებთან და ხელმძღვანელთან მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს ურთიერთობებზე, რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა კომიტეტებში თუ პლენარულ სხდომაზე უფრო ძლიერად იყოს წარმოჩენილი”.

კომენტარები

კომენტარი