არჩილ თალაკვაძე: თემები, რომლითაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ჩვენს ქვეყანას წარადგენს, არის საქართველოს უპირატესობა

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს აფასებს.
თალაკვაძის თქმით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მხრიდან წარდგენილი საკითხები ეკონომიკურ წინსვლაში უნდა აისახოს.
„თემები, რომლითაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩვენს ქვეყანას წარადგენს, არის საქართველოს უპირატესობა და ეს უპირატესობა ეკონომიკურ წინსვლაში უნდა ავსახოთ. სატრანსპორტო ჰაბის პროექტი, საინვესტიციო გარემო და ადამიანური რესურსი, ასევე, პირდაპირი სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან – ეს საკითხები ჩვენ ძლიერ პოზიციას გვაძლევს. პრემიერ-მინისტრთან გვქონდა წინასწარი სამუშაო შეხვედრები და მას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა მოლაპარაკებებში“, – განაცხადა არჩილ თაკალვაძემ.
ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში 22 იანვარს დაიწყო და 25 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები