„დირსის” კორპუსის მობინადრეები ტრაგედიას გადაურჩნენ – დაკეტილ ბინაში ბუნებრივი აირი ჟონავდა

კომპანია „დირსის” ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები ტრაგედიას გადაურჩნენ. ამ დროისათვის 21 ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.
ერთ-ერთი მაცხოვრებლის ნონა სორდიას ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში 2 დღეა გაზის სუნი აწუხებდათ, რის შედეგადაც „ყაზტრანგაზის“ თანამშრომლები გამოიძახეს.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სპეციალისტება კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი დააფიქსირეს.
აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მობინადრის საცხოვრებელ სახლში, რომელიც დაკეტილი იყო, გაზი ჟონავდა.
სპეციალისტებმა კორპუსში გაზის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს, რის შედეგადაც კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.
„ცუდად ვიგრძენი თავი და ბუნებრივი აირის სუნმა შემაწუხა. „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები იყვნენ მოსულები, ბინა იყო დაკეტილი და იქ გაჟონვა მიდიოდა. გაარკვიეს, რომ იყო გაჟონვა. არასწორად გადიოდა გაზი, გადარჩენილები ვართ ყველა”, – ამბობს ნონა სორდია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ახალ კორპუსებში გაზის დამონტაჟებას მხოლოდ აკრედიტირებული კომპანიის წარმომადგენელი შეძლებს.
ძველ კორპუსებთან მიმართებაში კი აუცილებელია, გამკაცრდეს კონტროლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები