ეკა ბესელია სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს და უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად თბილისში ბრუნდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ სტრასბურგში ვიზიტს შეწყვეტს და თბილისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრება.
როგორც ბესელიამ განაცხადა, მას ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრებმა შეატყობინეს.
„სწორედ იმიტომ, რომ უმრავლესობის სხდომა დაინიშნა და მეც მთხოვეს დასწრება ამ სხდომაზე, ვიქნები აუცილებლად. ჩამოვდივარ ამისთვის და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმის და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩემი მოლოდინი არის, რომ ეს სამუშაო შეხვედრა იყოს, რაც შეიძლება, საქმიანი და მოხდეს არგუმენტების და ჩვენი მოსაზრებების გაზიარება. იმიტომ, რომ ჩვენ ამ თემაზე არ გვქონია მსჯელობა დეკემბრის მოვლენების ბოლო კვირის შემდეგ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
24 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.