მამუკა ბახტაძე: საქართველოში დამთავრდა დრო, როდესაც მთავრობა ან რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოებში მოსამართლეების შერჩევას

ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია არის ძალიან ნათელი, რომ აუცილებად უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც მოხდება მოსამართლეების წარდგენა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოებში მოსამართლეების შერჩევას.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია არის ძალიან ნათელი, რომ აუცილებად უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც მოხდება მოსამართლეების წარდგენა. რაც შეეხება მთავრობის ჩართულობას, ამაზე არაერთხელ გავაკეთე ძალიან პირდაპირი განცხადება, საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოებში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ დალაგებას, ასეთი რაღაც საქართველოში აღარ მოხდება. სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური პროცედურები და კრიტერიუმები. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია და საზოგადოებასთან ამის შესახებ გვაქვს ძალიან პირდაპირი დიალოგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. ამის შესახებ მოსამართლეობის კანდიდატების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები