მარნეულში, უბედური შემთხვევის შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა
მარნეულში, უბედური შემთხვევის შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ მარნეულში, ე.წ. სარვანას დასახლებაში შუახნის ასაკის მამაკაცი საკუთარ სანადირო თოფს წმენდდა, რა დროსაც გაუფრთხილებლობით თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.