ქუთაისში, 32 წლის ქალი მშობიარობის მერე H1N1 ვირუსით გარდაიცვალა
ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა, რაც ლაბოროტორიულად დადასტურებულია – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია.
მათივე ცნობით, ეს “ღორის გრიპით” გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ფაქტია.