ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „კვირას“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, პირველადი დათვალიერების მიხედვით, ცხედარი დავით რაზმძეს ეკუთვნის.
სააგენტოს ცნობით, ამ წუთებში ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მათივე ცნობით, ცხედარი ნავსადგურის ტერიტორიაზე იპოვეს.
ცნობისთვის, 23 წლის დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. მას ბოლო კონტაქტი ოჯახთან 7 იანვარს ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები