ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი უნგრეთში ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა, რა დროსაც გულის შეტევა დაემართა.
მედიაჰოლდინგი “კვირა” მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და ლევან ჩხაიძის ოჯახს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.