ბოლივიაში საფეხბურთო გუნდის ავტობუსი ხევში გადავარდა
ბოლივიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საფეხბურთო გუნდის ავტობუსი ხევში გადავარდა, შემთხვევას 13 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 20 – დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “Clarin” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა, რის გამოც, ის 130-მეტრიან ხევში გადავარდა.
თარგმნა ანა პაპიძემ