ტერეზა მეი პარლამენტში ევროკავშირიდან გასვლის ახალ გეგმას წარადგენს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი, დღეს პარლამენტში ევროკავშირიდან გასვლის ახალ, “ბ” გეგმას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ტერეზა მეის ახალი გეგმის დეტალები “ბრექსიტთან” დაკავშირებით არ ვრცელდება, თუმცა მედიაში ხშირად საუბრობენ, რომ ლეიბორისტების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, პრემიერს შეთანხმებასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის საგრძნობლად შეცვლა მოუწევს.
თარგმნა ანა პაპიძემ