ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში ქვეითად მოსიარულე ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მას დაზიანება გულმკერდის არეში აღენიშნება. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ​
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები