სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელეს

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა. მოსამართლემ მას წინასწარი პატიმრობის ვადა 2 თვით გაუგრძელა. განსასჯელის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
ქოჩარიანს 26 ივლისს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევისთვის წაუყენეს, 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 14 აგვისტოს ის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტი 1998-2008 წლებში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები