კახა კალაძე: კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, მცირე ხარვეზები ჰქონდა, რომლებიც გამოსწორდა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, მცირე ხარვეზები ჰქონდა.
თუმცა მისივე თქმით, პრობლემები აღმოიფხვრა და უახლოეს დღეებში შენობა ექსპლუატაციაში შევიდოდა.
ასევე, მერის განცხადებით, გაზმომარაგება, წყალგაყვანილობა და ელექტრომომარაგება კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებასთან კავშირში არ არის.
„დაუდგინდა მცირე ხარვეზები. ეს ხარვეზები გამოსწორებული აქვს და უახლოეს დღეებში შენობა-ნაგებობა შევიდოდა ექსპლუატაციაში.
შესაძლოა, დედაქალაქის მასშტაბით ათი ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. კონკრეტულად, გაზი, წყალი და ელექტრომომარაგება ექსპლუატაციასთან კავშირში არ არის. ექსპლუატაციაში მიღება ხდება იმის საფუძველზე, რომ მშენებელმა უნდა წარმოადგინოს ნებართვა, რომელიც ჰქონდა აღებული, თუ არის თანხვედრაში იმ ნებართვასთან, რომელიც იყო არქიტექტურის სამსახურიდან გაცემული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები