იგოეთთან 20-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის იგოეთის მონაკვეთთან 20-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
როგორც ცნობილია, უამინდობის გამო გზა გაიყინა, ტექნიკური მარილის შეწოვა ვერ მოხდა, ლიპყინულმა კი მანქანების მოცურება და შემდეგომ ერთმანეთთან შეჯახება გამოიწვია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები