ადვოკატი – „დიდი ალბათობით, „ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, ჯოხი გადატეხოს მშენებლებზე

მომხდარში არა მშენებლების, არამედ კომპანია „ყაზტრანსგაზის“ პასუხისმგებლობა იკვეთება, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანიის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს.
მისივე განმარტებით, კორპუსში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
„დიდი ალბათობით, „ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, ჯოხი გადატეხოს ისეთ ადამიანებზე, როგორებიც არიან მშენებლები. როგორც ჩანს, არ აპირებენ არანაირი პასუხისმგებლობის აღებას.
დღესდღეობით 90 პროცენტი საქართველოში, მით უმეტეს თბილისში, არ არის ექსპლუატაციაში შესული. უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდა „ყაზტრანსგაზს“. ჩემი აზრით, ამ კომპანიის პასუხისმგებლობა იკვეთება“, – განაცხადა ადვოკატმა ლექსო კობაიძემ.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები