დავით სერგეენკო “სისხლის ბანკს” თაღლითობაში ამხელს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო “სისხლის ბანკს” თაღლითობაში ამხელს.
როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, „სისხლის ბანკი“ ცდილობს, მომხდარი ტრაგედია მარკეტინგისთვის გამოიყენოს.
ამასთან, დავით სერგეენკო საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ „სისხლის ბანკს“ პაციენტებისთვის საჭირო სისხლის დეფიციტი აღმოაჩნდათ.
მისივე განმარტებით, გუშინ კლინიკებს რვა პაციენტმა მიმართა, მათგან ექვსმა – იაშვილის კლინიკას, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა გაიხარჯა.
„საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო, მაგრამ როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს.
ამ ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს. ერთი ერთეული ყოველთვის არის“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
როგორც “კვირას” „სისხლის ბანკში” განუცხადეს, გასულ ღამეს დიღომში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებულებს სისხლის გადასხმა დასჭირდათ, ამ ეტაპზე”სისხლის ბანკში” სისხლის მცირე მარაგი აქვთ და მას შევსება სჭირდება.
“დღეისათვის მარაგის რაოდენობა მინიმუმამდეა. აუცილებელია, რომ სისხლი იყოს რეზერვში, ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებთ, გამოიჩინონ გულისხმიერება და სისხლი გაიღონ”, – განუცხადეს “კვირას” “სისხლის ბანკში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები