“ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი მოვიდა, გვითხრეს, რომ არაფერი იყო – რას ყვება მამაკაცი, რომელმაც კომპანიაში დარეკა

დიდ დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლე ამბობს, რომ კორპუსში გაზის სუნი მკვეთრად შეინიშნებოდა, რის გამოც “ყაზტრანსგაზს” თავად დაუკავშირდა და შესამოწმებლად მოსვლა სთხოვა. მისივე განცხადებით, ადგილზე კომპანიის ორი თანამშრომელი მივიდა, რომლებმაც თქვეს, რომ საშიში არაფერი იყო.
“რომ მოვედი, გაზის სუნი იდგა, ჩემი ნომრიდან დავრეკე გაზის კომპანიაში და ვუთხარი რა სიტუაციაც იყო. ვთხოვე, მოსულიყვნენ და დაახლოებით 45 წუთში ორი ადამიანი მოვიდა. შეამოწმეს და გვითხრეს, რომ არაფერი არ იყო. ამ ამბიდან კი 2 საათში ეს საშინელი ტრაგედიაც მოხდა. ისეთ აგონიაში ჩავვარდით, როგორ გამოვედით სახლიდან, ეგეც არ მახსოვს”, – იხსენებს ადგილობრივი მცხოვრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები