გლოვის დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ყველა შენობაზე დროშები დაშვებულია

გლოვის დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ყველა შენობაზე დროშები დაშვებულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
განკარგულების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ფინანსთა სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. სახელმწიფო დროშები ასევე დაშვებულია სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სსიპ-ების ადმინისტრაციულ შენობებზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, მომსახურების სერვის-ცენტრებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების შენობებზე.
“ფინანსთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, თანაგრძნობას უცხადებს და სწრაფად გამოჯანმრთებელას უსურვებს დაშავებულებს”,- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები