დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა მოსანახულებლად მამუკა ბახტაძე მივიდა

იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულები გადაიყვანეს, საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე მივიდა.
ის აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს მოინახულებს.
ასევე კლინიკაში იმყოფება პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ასევე იმყოფებიან, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და თბილისის მერი, კახა კალაძე.
აფეთქება დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე დღეს 20:30 წუთზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულია 6 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები