ირაკლი ბენდელიანი: არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაზარალებულები საცხოვრებლის გარეშე არ დარჩებიან და მათ დროებით ბინადრობაზე დედაქალაქის მერია იზრუნებს. ამის შესახებ მან დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია.
ბენდელიანის განცხადებით, თითქმის მთლიანი კორპუსია დაზიანებული.
„არის დიდი მოცულობის ნანგრევები, დრო სჭირდება, რომ საბოლოოდ გამოთავისუფლდეს ეს ფართები. ნებისმიერი დაზარალებული ოჯახი, ვინც ამ ფაქტის შედეგად ზიანი მიიღო, ყველას მაქსიმალურ ყურადღებას და მაქსიმალურ დახმარებას გამოუჩენს დედაქალაქის მერია. არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება, შესაბამისი საცხოვრისებით და სასტუმროებით ყველა უზრუნველყოფილი იქნება და მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება მაქსიმალური ამაში”, – განაცხადა ბენდელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები