დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები დაიკითხებიან

თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე „ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლები პოლიციაში დაიკითხებიან, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აფეთქების ადგილას დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მოსახლეობამ “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები გამოიძახეს.
დიდ დიღომში აფეთქება დღეს საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები