დავით სერგეენკო მცირეწლოვნების მდგომარეობაზე: მძიმე დაზიანებები, საბედნიეროდ, არ აღმოჩნდა

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი არასრულწლოვნიდან ორის მდგომარეობა მსუბუქია,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მათ ზედაპირული ჭრილობები აქვთ.
რაც შეეხება, მესამე არასრულწლოვნის მდგომარეობას, მინისტრის ინფორმაციით, საშუალოსა და მსუბუქს შორის არის.
მისი თქმით, ჩატარებული გამოკვლევების შედეგად მძიმე დაზიანებები არ აღმოჩნდა. იგი კონტაქტურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
სერგეენკოს განცხადებით, იაშვილის კლინიკაში კიდევ ერთ დაშავებულ ბავშვს ელოდებიან, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში გადაჰყავს.
დადასტურებული ინფორმაციით, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა მთლიანად ევაკუირებულია. ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები