დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
დადასტურებული ინფორმაციით, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა მთლიანად ევაკუირებულია. ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
აფეთქების ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იაშვილის სახელობის კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები