დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა თემურ კუპატაძემ განაცხადა.
კუპატაძემ არასრულწლოვნების გარადაცვალების ფაქტი არ დაადასტურა.
მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებშია მოთავსებული.
“კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია,-განაცხადა კუპატაძემ.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება ცხრასართულიანი შენობის მეოთხე, ან მეხუთე სართულზე მოხდა.
აფეთქების ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები