ვერაზე გუშინ მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები ვრცელდება (ვიდეო)

ვერაზე გუშინ მომხდარი ინციდენტის ამსსხველი ვიდეო ვრცელდება.
ექსკლუზიური კადრები “ქრონიკამ” მოიპოვა. კადრებში ჩანს, თუ რა მოხდა 15 იანვარს ტატიშვილის ქუჩაზე.
სისხლიანი გარჩევის დროს საღამოს თბილისის ცენტრში ორი ახლაგაზრდა კაცი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინსტრომ უკვე დააკავა ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი გიორგი ადუაშვილი ცივი იარაღითაა დაჭრილი და ის კლინიკაში ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშაა. დაკავებულია მისი მეგობარიც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება. შესაძლოა კონფლიქტი ორ დაჯგუფებას შორის წარსულში დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გია კორკოტაშვილის ვაჟი, ვაჟა კორკოტაშვილია დაბარებული.
15 იანვარს საღამოს ტატიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მას, სავარაუდოდ, 6 ტყვია აქვს მოხვედრილი. სროლის შემდეგ მძღოლმა მანქანა მიატოვა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და მელიქიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები