ტერეზა მეი: ბრიტანეთი “ბრესქიტის” ვადას არ გადაწევს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება არ გადაწევს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის მოქმედების ვადას, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის ვადებს ადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ТАСС ავრცელებს.

ტერეზა მეის თქმით, არსებობს მხოლოდ ორი გზა “ბრექსიტის” სცენარს მოლაპარაკებების გარეშე გავექცეთ.

“პირველი – მივაღწიოთ შეთანხმებას, მეორე – გავაუქმოთ 50-ე მუხლი”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ ბრიტანეთის მთავრობა მეორე გზას არ აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები